ენმ-ის მხარდამჭერები პოლიტსაბჭოს მანიფესტით მიმართავენ

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები პარტიის პოლიტსაბჭოს მანიფესტით მიმართავენ. ხელმოწერების შეგროვება 28 ნოემბერს დაიწყო და მანიფესტს ამ დროისთვის ხელი მოაწერა ათასზე მეტმა ადამიანმა. 

 

მანიფესტზე ხელისმომწერები მოახლოებულ ყრილობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას. "აფხაზეთის ხმა" ამ მანიფესტის ტექსტს და მასზე გადასასვლელ ბმულთან ერთად გთავაზობთ:

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები, მივმართავთ ენმ პოლიტსაბჭოს შემდეგი მოთხოვნებით:

 

1. ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით,

 

2. ენმ ყრილობის მომზადების პროცესში და მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნას მხარდამჭერთა აქტიური ჩართულობა.

 

მოვითხოვთ ყრილობის დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი.

 

3. ყრილობაზე მონაწილეთა ფართო ჩართულობით განხილულ იქნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხების მიზეზები, 

 

4..  ყრილობაზევე გადარჩეული იქნას მოქმედი პოლიტსაბჭო, რომლის ხელმძღვანელობითაც  პარტიამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს ვერცერთ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში და მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა პოლიტსაბჭოს კანდიდატების არჩევის წესზე და პრინციპებზე წინასწარი, ფართო განხილვის და შეთანხმების შემდეგ.

 

დაუშვებლად და საზიანოდ მიგვაჩნია ენმ საპარლამენტო დეპუტაციის სიის მექანიკური კოპირება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, 

 

5. ყრილობის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი. მოვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩეს ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე,

 

პოლიტსაბჭოს  2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და  ამ თანამდებობაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილი. თავმჯდომარის  ფუნქციები კი წესდებით დუბლირებულია და რეალურად დელეგირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე.  

 

"უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას",- დავით ბაქრაძე, 5.12.2015.

 

ის გარემოებები, რომლის გამოც პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის არ შეცვლილა. ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა სრულიად დაუსაბუთებელია , ხელოვნურადაა წამოწეული და ამიტომ  მხარდამჭერების მიერ აღიქმება როგორც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვისგან ჩამოცილების მცდელობა პოლიტსაბჭოს ნაწილის მიერ. ეს აღქმა უდიდეს ელექტორალურ (და არამარტო)  ზიანს აყენებს და მომავალშიც მიაყენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნულია მანიფესტის ტექსტში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !