აკო მინაშვილი: რომ არა სააკაშვილი, როგორც ლიდერი - არც ეს გუნდი იქნებოდა

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებს და სოცქსელებში დაწყებულ მსჯელობას იმაზე, როგორი უნდა იყოს პარტია, დადებით პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარტიაა ანგარიშვალდებული ამომრჩევლის წინაშე და არა პირიქით.

 

მისივე თქმით, ყრილობა წარმომადგენლობითი უნდა იყოს, ხოლო ენმ ისეთივე სახალხო უნდა გახდეს, როგორიც 2000-იანი წლების დასაწყისში იყო.

 

აკო მინაშვილი ენმ-ს დეპუტაციის მძიმე ხვედრზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ზოგადად, პოლიტიკოსის ხვედრია მძიმე, ხოლო პარტიამ, მისი აზრით, მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნა კი არა, პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმები და სხვა არენაც უნდა გამოიყენოს.

 

აკო მინაშვილის თქმით, მთავარია არა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები, არამედ ივანიშვილის დამარცხება, რაც წარმოუდგენელია სააკაშვილის გარეშე. აქედან გამომდინარე, მას პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის გარიყვა წარმოუდგენლად მიაჩნია.

 

2016 წლის არჩევნებზე საუბრისას აკო მინაშვილი ამბობს, რომ პარტია მზად არ აღმოჩნდა გაყალბებისთვის, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ყველა წინაპირობა, რაც მიუთითებდა, რომ ივანიშვილი არჩევნებით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს აქვს „საფუძვლიანი ეჭვი“ რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნებში რუსული პიარტექნოლოგიის სპეციალისტების დახმარებით გაიმარჯვა.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფრაგმენტებს აკო მინაშვილის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც დღეს გაზეთ "ქრონიკა+"-შიც გამოქვეყნდა:

 

„ჩემი აზრით, ყველა ძალიან კარგად ხედავდა არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე , როდესაც საარჩევნო კამპანია იწყებოდა, რამდენად დაძაბული იყო საარჩევნო გარემო და ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ნაბიჯებმა , რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. ეს იყო თაიგული, ფართო სპექტრი მექანიზმებისა და მანქანებისა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა წინასაარჩევნო პერიოდში.

 

ეს იყო დაშინება და შანტაჟი მათ შორის იყო ფართომასშტაბიანი მოსყიდვა ადამიანების, მათ შორის საარჩევნო კომისიის წევრების. ძალიან ბევრ ადგილას გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიების კომისიის წევრები იყვნენ მოსყიდულნი. ეს ბევრ ადგილზე გამოჩნდა, სადაც ,,გაამწვანა“ ,,ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნები.

 

საარჩევნო უბნებზე ძალიან კარგად იკვეთებოდა,როგორი დაძაბული გარემო იყო. უბნებზე წარმოდგენილი იყვნენ ,,ქართული ოცნების“ მხრიდან საეჭვო პირები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ უკვე ადგილზე მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე.

 

ყველაფერი, მათ შორის საარჩევნო დღესთან დაკავშირებით ბათილი ბიულეტენები. აქაც ძალიან მარტივი მექანიზმია - კომისიის წევრი ხელს არ აწერს ბიულეტენს და ამით ხდება ბიულეტენების გაბათილება.

 

ეს განსაკუთრებით მარტივი იყო რეგიონებში, სოფლებში, პატარა დასახლებაში რადგან იქ იციან, ვინ ვისი მომხრეა კონკრეტული ამომრჩეველი , თუ შემოვიდა ვინმე , ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო , კომისიის წევრმა ეს იცოდა და არ არტყამდა ბეჭედს ან არ აწერდა ხელს, ამიტომ ამ ადამიანის ხმა დაკარგული იყო...

 

რაც შეეხება სამეგრელოს, იქ ძალადობა ხდებოდა არამხოლოდ ამომრჩეველზე ან კონკრეტულად დამკვირვებლებზე, გვახსოვს, რომ უცხოელ დამკვირვებლებსაც კი შეეხნენ.

 

-რამდენად შეცვალა ამ ყველაფერმა არჩევნების შედეგი ამ ორ პარტიასთან მიმართებაში, როგორ ფიქრობთ?

 

-ყველაფერმა ამან მოგვცა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა არჩევნების შედეგი, იმდენად მნიშვნელოვნად, რომ გაყალბება რომ არ მომხდარიყო, რადიკალურად განსხვავებული სურათი გვექნებოდა, ამაზე მგონი ყველა თანხმდება ნაციონალურ მოძრაობაში,რომ გაყალბება იყო ფართომასშტაბიანი.

 

ვიღაცები დაობენ ,რომ 3-4% იყო გაყალბება, მაგრამ მე მგონი, ყველამ კარგად იცის , განწყობაც ისეთი იყო, გაყალბება რომ არ მომხდარიყო, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა ქვეყანაში და, მათ შორის, პარლამენტშიც.

 

ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია: ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად ამ გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად ვხდებოდით - ქართული ოცნება ასე მარტივად არ დათმობდა ხელისუფლებას, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისგან, როცა ჩვენ ვიცოდით რა იყო ხალხის განწყობა და 2012 წელს დავთმეთ ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც , კარდაკარის დროს, იგრძნობოდა, რა იყო ხალხის ნება და ისიც ვიცოდით, რომ ამის მიუხედავად ივანიშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას, ამიტომ უნდა გვქონოდა ნაბიჯები, რომლებსაც ხმების დასაცავად გადავდგამდით.

 

-კი, მაგრამ, ამას გარდა, თვითონ პარტიასაც, ზოგადად, ხომ მიუძღვის რაღაც ბრალი, მაგალითად, იმაში, რომ მისმა დამკვირვებლებმა ხმები ვერ დაიცვეს, დააშინეს, მოისყიდეს და ა.შ? თქვენი მხარდამჭერები იმასაც გსაყვედურობდნენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3.000 მოუსყიდავი დამკვირვებლის შერჩევა რა პრობლემა გახდაო...

 

-დიახ, ეს პროცესი რამდენიმე ნაბიჯისაგან შედგება. პირველი ეს არის შერჩევის ეტაპი , აქ იყო გარკვეული ხარვეზები შერჩევისას, მაგრამ სრულყოფილი შერჩევაც რომ ყოფილიყო, უნდა გვქონოდა გეგმა B-ც, რადგან ამხელა ფულის პირობებში ვერ გამოვრიცხავდით მოსყიდვას.

 

შენ მზად უნდა იყო რომ ამაზე შემდგომი რეაგირება მოახდინო, სამწუხაროდ ამ მიმართულებით არ იფიქრა და თანმიმდევრობით არ ჰქონდა ჩამოყალიბებული გეგმა პარტიის ლიდერშიპს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით ამისთვის და გვქონოდა გეგმა ჩამოყალიბებული, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ დავარწმუნე პარტიის ლიდერშიპი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენ მოგვიწია, პარტიას, შევგუებოდით იმ გაყალბებული შედეგებს, რომელიც გვაქვს.

 

მინდა ვთქვა, რომ თავად ადმინისტრაციულ რესურსშიც, დიდი ნაწილი არ უჭერდა მხარს, არ ჰქონია ხელისუფლებას ბოლომდე მათი მხარდაჭერა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით: დაშინებით, სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოხდა მათი მობილიზება ეს იყო ერთადერთი ტაქტიკა ივანიშვილისა, ყველა ზომის გამოყენება იმისათვის, რომ შედეგი ყოფილიყო განსხვავებული, ვიდრე ეს არის ქართველი ხალხის ნება, დარწმუნებულიც კი ვარ რომ ივანიშვილს ჰყავდა კონსულტანტები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან, რადგან ეს გაყალბება ძალიან ჰგავს იქაურ არჩევნებზე მომხდარ გაყალბებას, განსაკუთრებით ელცინის არჩევნებს მაგონებს...

 

-კარგი, ახლა იმაზეც ვთქვათ, რა არის ენმ-ში ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა? ვხედავთ, რომ განსხვავებული ხედვებია პარტიის შიგნით და ასევე, პარტიის მხარდამჭერებშიც...

 

-განსხვავებული აზრები რომ არსებობს ტაქტიკასთან მიმართებაში, ეს ღიად დაფიქსირდა. განსხვავებული პოზიცია იყო პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე, მე კი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი, მე ვფიქრობ ამით უნდა აგვეწია თემა, ამით მივაქცევდით მეტ ყურადღებას, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით, გავამახვილებდით ყურადღებას რამდენად არალეგიტუმურია ის შედეგი, რაც არის, მაგრამ გადაწყდა ის რაც გადაწყდა, ამაზე დავა შეწყდა. ამის შემდეგ დავა სხვა რამეზე დაიწყო.

 

ჩემი აზრით ჩვენი მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის მაინც დახურული სისტემის არსებობა. ჩვენ ეს სისტემა უნდა გავხსნათ, მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მეტი მხარდამჭერი უნდა ჩავრთოთ, უნდა იყოს საჯაროდ პოზიციების დაფიქსირება, ამიტომ არასწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიამ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით მიიღო.

 

-კი ბატონო, ჩაერთნენ მხარდამჭერები, მაგრამ ახლა მათი ნაწილი წუხს, პასუხად გამიჯვნა მივიღეთო...

 

- დავიწყოთ იქედან, რომ ბუნებრივია, მიუღებელია ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა, წარუმატებელი არჩევნების შემდეგ პოლიტსაბჭო პირველივე ჯერზე ასეთი დოკუმენტი მიიღოს უბრალოდ არასწორია და საერთოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ ასეთი დოკუმენტი მიიღოს.

 

მაშინ როდესაც წინასაარჩევნოდ ჩვენ ვმუშაობდით ადამიანებთან, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ და მხარი დაეჭირათ ჩვენთვის და ქართული ოცნების ამომრჩეველთანაც, ვინც წლების განმავლობაში შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, და ასეთი ადამიანები საბოლოო ჯამში ჩვენი ამომრჩევლები გახდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ვმუშაობდით და ესაა პოლიტიკოსის მთავარი ფუნქცია, რომ თუნდაც ისეთი ამომრჩეველი მოიზიდოს, რომელიც მას შეურაცხყოფასაც კი აყენებს, ამ ფონზე ასეთი დოკუმენტის შემქნა შეცდომაა, თავი რომ დავანებოთ სხვა შეფასებას.

 

შეიძლება პირადი შეურაცხყოფა მართლაც მიუღებელია, მაგრამ ესაა პოლიტიკოსის ბედი და შენ ყველასთან უნდა იმუშაო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს.

 

-პოლიტიკოსის ხვედრზე გამახსენდა: როგორ გგონიათ, ენმ-ს დეპუტაციის ხვედრი პარლამენტში მძიმეა? ერთი მხრივ, წნეხი ხელისუფლებისგან და უმრავლესობისგან, მეორე მხრივ, დადარაჯებული პარტიის მხარდამჭერები...

 

-რთულია ზოგადად პოლიტიკოსის ბედი და უფრო რთულია ისეთ გარემოში, როცა ქვეყანას მართავს ივანიშვილი, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურის წარმომადგენელი და რომლის მენტალობა განსხვავებული - საბჭოთა რუსულია და არა დემოკრატიული. მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ჩაიკეტოს მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაში.

 

თავისთავად, საპარლამენტო საქმიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვითარებაში საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად უნდა იყოს ძალიან სერიოზული ყურადღება სხვა ტიპის პოლიტიკურ აქტივობებთან მიმართებაში , ეს იქნება ქუჩა , თუ სხვა აქტივობა, ჩვენი ბრძოლის არეალი დღეს არ არის მხოლოდ პარლამენტი და საპარალამენტო ტრიბუნა, ჩვენი ძალა იქნება იმაში თუ რამდენად მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური პარტია და რამდენად მრავალფეროვნად გამოიყენებს იმ პოლიტიკურ იარაღს, რომელიც პოლიტიკური პარტიის არსენალში არის და ამიტომ ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა პარტიამ და არ უნდა ჩაიკეტოს საპარლამენტო საქმიანობაში.

 

მრავალფეროვანი იარაღი გამოიყენა ივანიშვილმა ჩვენს წინააღმდეგ, ანალოგიურად ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, უნდა გვქონდეს იმპროვიზაცია და დავახლოვდეთ ამომრჩეველთან. ეს არის გადამწყვეტი.

 

-განსხვავებული მიდგომებია მიხეილ სააკაშვილის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებითაც...

 

- დიახ, დიდი დისკუსია მიდის იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს. ბევრი ამბობს, რომ ბელოდომანია არ არის სწორი და ბრმად ადამიანის გაყოლა მიუღებელია. გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილის მიდგომა არის ავტორიტარული და არ უშვებს განსხვავებულ პოზიციას.

 

ეს არის მითი!

 

მაშინ, როცა ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში, სააკაშვილი არ იყო ასეთი და მუდმივად გვქონდა კონსულტაციები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ყოფილა, რომ მას ვინმე სხვა პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა.

 

შეიძლება ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ეს წრე იყო უფრო ვიწრო, ეს შეიძლება ჩავთვალოთ ხარვეზად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა მოხვდა ოპოზიციაში, ეს წრე გაფართოვდა, სააკაშვილს დისკუსია ჰქონდა პოლიტსაბჭოსთან და არამხოლოდ პოლისტსაბჭოსთან, რეგიონალურ აქტივისტებთან, ჩემი თანდასწრებითაც შეუცვლია მოსაზრება, ამიტომ ავტორიტარიზმი -  ეს არის მითი.

 

რაც შეეხება ბელადომანიას, ვერავინ უარყოფს, რომ დღეს ის არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, თავისი გამოცდილებით, თავისი პოლიტიკური ინტუიციიდან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ლიდერის გარიყვა დამაზიანებელია პოლიტიკური პარტიისთვისაც.

 

გატარებული რეფორმების მთავარი ძრავი იყო მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად. ყველა იმ აქტიურ წარმომადგენელთან ერთად, ყველას მონაწილეობით, მაგრამ მთავარი ძრავი იყო სააკაშვილი და ამას არავინ უარყოფს, ამიტომ, ეს ბელადომანია კი არ არის, ეს არის სურვილი, რომ წარმატებული იყოს საქართველოს სახელმწიფო.

 

სახელმწიფო რომ წარმატებული იყოს, ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ივანიშვილის დამარცხების მთავარი იარაღი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პარტიის დამფუძნებელი და, ბუნებრივია გუნდთან ერთად ის არის ივანიშვილის დამარცხების გარანტი.

 

ეს ლიდერი - სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ეს გუნდიც ვერ შეკრებილიყო და ამ რეფორმებზე ვერ ემუშავა, ამიტომ მისი გარიყვა არასწორია ამიტომაც, სულაც რომ თავი გავანებოთ იმას, რასაც  ჰქვია მეგობრობა და ა.შ."

 

რაც შეეხება შიდა საკითხებზე შეუთანხმებლობას, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა, მათ უნდა მიიღონ გადაწყეტილება, რა სტრატეგიით და ხაზით უნდა წავიდეს ნაციონალური მოძრაობა. ჩემი აზრით ეს არის ჩაკეტილი და ეს უნდა გაიხსნას, უნდა გასცდეს პოლიტსაბჭოს წევრების განხილვის ფარგლებს.

 

ეს განხილვა უვე მიმდინარეობს სოც ქსელებში და ეს ძალიან კარგია, პარტიაა ანგარიშვალდებული მომხრეებთან და ძალიან კარგი პროცესია, რომ გვიწევს ჩვენს ტაქტიკაზე, პოზიციებზე ანგარიშის ჩაბარება მომხრეებთან.

 

ყრილობა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი და მმართველობაც უნდა იყოს ძალიან გახსნილი და ძალიან გამჭვირვალე, ეს ჩვენ დაგვაახლოვებს და გადაგვიყვანს იმ რელსებზე, რომელიც გვქონდა 2003 წლამდე და მერეც, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენს ამომრჩეველთან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !