ჯერ ადგილობრივი შიდაპარტიული არჩევნები, შემდეგ - ყრილობა: ანდრო ბარნოვი ენმ-ს რჩევას აძლევს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, ვინც "ფართო შემადგენლობის ყრილობის რეალობად ქცევისთვის" მუშაობს, ურჩევს, ჯერ ადგილობრივი ორგანიზაციების შიდაპარტიული არჩევნები ჩაატარონ და შემდეგ - ყრილობა. 

 

ანდრო ბარნოვი წერს: 

 

"ნაც მოძრაობის პოლიტსაბჭოში ვინცაა და ვინც სამარცხვინო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღო, მათგან სულ 2-3 კაცს ვთხოვთ პასუხს. დანარჩენებს თავი ქუდში აქვთ: მათ პასუხი არც არასოდეს მოკითხვიათ და არც მოეკითხებათ. ვითომ, არც არსებობენ.

 

აი ესაა საბჭოს ის მოდელი, რომელსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ხვალისთვისაც ამზადებს. ესაა ის მოდელი, რომელსაც ვიღებთ დანიშნული "ლიდერების" შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებული პარტიის მმართველი ორგანო მკვდარი სულებით იყოს დაკომპლექტებული.

 

მე, ცხადია, არაფერი ვიცი პარტიაში დღეს მიმდინარე კონკრეტული მუშაობის შესახებ, თუმცა ერთ რამეს ცხადად ვხედავ: ვინც ფართო შემადგენლობის ყრილობის რეალობად ქცევისათვის მუშაობს, ცუდად მუშაობს. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ პოტენციურ დელეგატებთან კულუარული მუშაობით რამე შედეგი დადგება, ძალიან ცდება.

 

საჭიროა ფართო კამპანია, ბატონებო და ქალბატონებო. საჭიროა საინიციატივო ჯგუფების მიერ ღია შეხვედრების დაგეგმვა რაიონების მასშტაბით და ძლიერი საინფორმაციო კამპანია, რომელსაც კულუარები ვეღარ დაუპირისპირდება. საჭიროა ტალღის შექმნა ამ გაყიდული ლიდერშიფის წინააღმდეგ. და - დიახ, საჭიროა ყრილობამდე ყველა ადგილობრივი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება. მითუმეტეს, წესდებაც ამას ითხოვს - ყველა ადგილობრივი ორგანოს ვადა გასულია, ახლებია ასარჩევი...

 

რა გინდათ, რომ ჯერ ყრილობა ჩატარდეს, ვადაგასულმა დელეგატებმა ჩაატარონ ეს ყრილობა და მერე უკვე ამ ყრილობით არჩეულმა მმართველმა ორგანომ თავის თავზე მოირგოს ადგილობრივი ორგანიზაციები? არ გამოვა ისე არაფერი!

 

გადაწიეთ ყრილობა, ჩაატარეთ ჯერ არჩევნები. ეს გაყიდული ლიდერშიფი ვერ შეეწინააღმდეგება ამას, ვერც ფორმალურად (წესდებაც ამას ითხოვს) და ვერც მორალურად. გაშალეთ კამპანია და დააკომპლექტეთ პარტია ენერგიული, იდეური ადამიანებით. ადგილობრივ არჩევნებამდე ორი წელია.

 

რა აუცილებელია ყრილობის დღესვე ჩატარება? გადაწიეთ გაზაფხულისთვის და მიხედეთ მანამდე ადგილობრივ ორგანიზაციებს. ჯანსაღი პროცესისთვის საფუძვლის ჩაყრა მხოლოდ ასე გამოვა".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !