
„არჩევნები შედგა. შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,-
საქართველოს პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და ახლადარჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის არ შეეგუება სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი.
„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.