
სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად პროგრესული, განათლებული, მშრომელი და მოაზროვნე ადამიანები უჭერენ მხარს და მათზე გაბრაზება არასწორია. აქვე ის საშიშ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას,რომელიც მისი თქმით, გარკვეული ჯგუფი ე.წ. "სვეტებად" ჩამოყალიბდა.
ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ არის სვეტების ჯგუფი და ბნელების, რომელიც მხოლოდ არჩევნებზე უნდა გამოიყენო... სინამდვილეში ჩვენ გვყავს ყველაზე განათლებული და პროგრესული ხალხი ძალიან მოაზროვნე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანთან" ინტერვიუში.