
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არასწორი იყო პოზიცია, რომ "სააკაშვილი არავინ არ არის, ესენი (ენმ-ს მომხრეები, - რედ.) მაინც მოგვცემენ ხმას და მოდი, იმათ მოვუქონოთ თავი".
ამის შესახებ სააკაშვილმა "არჩევანში", გადაცემის წამყვანის შეკითხვის პასუხად განაცხადა, როცა გიორგი გაბუნია დაინტერესდა, ითამაშა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩართვამ წინასაარჩევნო კამპანიაში ნეგატიური როლი ენმ-სთვის და პირიქით, გამოიწვია ალარმიზაცია "ქართული ოცნების" მომხრეებში.
"ნამდვილად არ არის ისე, რომ აქეთ არიან "სვეტები", განათლებულები და იქეთ ბნელები" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილსა და პარტიის ახლანდელ ლიდერებს შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღეს ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე განათლებული და შეგნებული მხარდამჭერი ჰყავს.
"პირველ რიგში, უნდა იმუშაო შენს ამომრჩეველზე", "რაღაც ვიწრო ჯგუფი ჩაიკეტა სადღაც და ამბობს, მოდი, ახლა ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, ესენი ვინ არიან, ამათ არაფერი იციან, ასე არ არის - იმათ იციან, თუ იციან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.