სააკაშვილი: ისეთი აღქმაა, რომ ემიჯნებიან აქტივისტებს, ვინც თან გადაგვაკვდნენ ჩვენ და საქართველოს საქმეს

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ერთ-ორ პერსონაჟს" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უნდა, მათთან არაფერი ჰქონდეს საერთო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანეკდოტური სიტუაციაა, როცა პარტია საკუთარ ამომრჩეველსა და აქტივისტებს ემიჯნება.

 

ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ბოლო პოლიტსაბჭოზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია ემიჯნება იმ მომხრეებსა და პარტიასთან აფილირებულ პირებს, რომლებიც ლიდერების ცილისწამებითა და შეურაცხყოფით იყო დაკავებული. განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - მხარდამჭერთა ნაწილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, როცა პარტია ემიჯნება საკუთარ ამომრჩეველსა და მხარდამჭერს. 

 

მისივე თქმით, პარტიის ხელმძღვანელობიდან ამ "ერთ-ორ პერსონაჟს" არა სააკაშვილთან, არამედ ამომრჩეველთან, 600.000 მხარდამჭერთან აქვს პრობლემები:

 

"რაღაც ანეკდოტამდე მივიდნენ, რაღაცას აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს საქმეს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, რომ სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს კერპი... რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებში ყველაფერში მე?

 

აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და, რა თქმა უნდა, მოხდა ისე, რასაც ვვარაუდობდი - ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება.

 

ამის მერე კიდევ აგრძელებენ ამ უაზრო ლაპარაკს, ის ერთი-ორი ტიპაჟი, კიდევ ვიმეორებ: იქ დაიწყეს ლაპარაკი, რომ თითქოს არსებობს რაღაც რვაწლიანი ციკლი, ათწლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე, კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორ გააყალბებს ივანიშვილი ისევ არჩევნებს.

 

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი, და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ, გვქონდეს ზუსტი და ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელის გაშვერა... რომ პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის...

 

მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არა აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგში, ჩვენს მრავარიცხოვან მხარდამჭერებთან, ჩვენს 600.000 ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში - უკვე წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის, პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს.

 

ძალიან ნათელია: მე დავეხმარები ჩვენს ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ საქართველოში. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვწყვეტ ფიქრს ჩემ სამშობლოზე" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !