სააკაშვილი: მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ - უკრაინაში

Image

"ბოლოს და ბოლოს, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ - უკრაინაში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს კომენტარის საპასუხოდ წერს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან სააკაშვილის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მან ქართველები მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ მოიწვია, მიხეილ სააკაშვილმა კი უკრაინაში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყება მას შემდეგ დააპირა, რაც საქართველოში არჩევნები წააგო. 

 

„უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მშვენივრად იცის, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის შემთხვევაშიც, ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. 

 

მე უკრაინაში მაშინ ჩამოვედი, როდესაც ჩამოვიდა ჩემი თანაკურსელი პეტრო პოროშენკო. ის მოლდოვიდან, მე კი საქართველოდან. რა თქმა უნდა, უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში.

 

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან რეფორმების გატარების პირობით გადამაფიქრებინა. უბრალოდ ამჯერად მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია. 

 

P.S.

 

ცოტა სასაცილოა იმის ყურება, თუ როგორ აკისრებენ ერთმანეთს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობა გადადგომის შესახებ ჩემი განცხადების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა არეულობაა ქვეყანაში“, - წერს სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !