-
2016-09-29 20:46
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ვიდეორგოლის საპასუხო კლიპში, რომელიც სააგენტო „მარშალპრესმა“ გაავრცელა სახელწოდებით „ნაც მოძრაობის შესახებ ახალი ვიდეო ვრცელდება“, ქვემო ქართლის გუბერნატორის და მონაწილეობს.
თამარ ხიზანაშვილი, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის და და, ამავე დროს, რუსთავის თეატრის ხელმძღვანელია (ის ცხინვალის თეატრის მსახიობი იყო) კლიპში დიასახლისის როლშია (ქრონომეტრაჟი: 1:18), რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კლიპში სერგი კაპანაძის მიერ წამოწეულ ქვეყანაში მშვიდობის დაცვის თემას ეხმიანება:
„2008 წელს ცოტა დაგვაკლდა: მტერს თბილისში შემოვიტყუებდით და მერე ვასროლინებდით კუდით ქვას - ასეთი იყო ჩვენი მშვიდობისმოყვარე მთავარსარდლის გეგმა. როგორი მეთაური გვყავს, როგორ გადაეფარა დაცვის ბიჭებს, თვითმფრინავის ხმა რომ შემოესმა, როგორ შეერკინა მტერს განმუხურში...
ბეტონის „აკოპებით“ ხომ შემოგვარტყმევინა თბილისი, ახლა უკვე ტოტალური თავდაცვა იწყება: დანა-ჩანგლით და კოვზებით შევიარაღდებით და მტერს მოვიგერიებთ კი არა, მოსკოვამდე ჩავალთ!“, - ამბობს მსახიობი და გუბერნატორის და კლიპში.
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორია 2014 წლიდან. მანამდე ის „ქართუ ბანკში“ მუშაობდა.
