
პაატა ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენელმა, პარტია "რეფორმატორების" ლიდერმა ირაკლი ღლონტმა და გოგი თოფაძის ბლოკის წარმომადგენელმა ზაზა აგლაძემ ტვ "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტის" ეთერში ერთმანეთს აგინეს და ჭიქები ესროლეს.
გადაცემის თემა პრორუსული პროპაგანდა იყო. პრორუსულ პარტიებსა და მათ ლიდერებს, მათ შორის, გოგი თოფაძეს ირაკლი ღლონტმა "პოლიტიკური კიკუები" უწოდა და, იმის მიუხედავად, რომ თავად ზაზა აგლაძე "კიკუებს" შორის არ დაუსახელებია, ეს უკანასკნელი მაინც გაღიზიანდა:
"ჩვენ პოლიტიკური კიკუები ვართ, ბიჭო?!", - ამ ფრაზის შემდეგ აგლაძემ ღლონტს ჭიქა ესროლა და მიუახლოვდა, რასაც ღლონტმაც ჭიქის სროლით უპასუხა, შემდეგ კი გადაცემის ორივე სტუმარმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გადაცემის წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და გადაცემა დასრულებულად გამოაცხადა.