საქართველოში პუტინის საარჩევნო რეცეპტებს ნერგავენ

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ პოლიტოლოგ დავით ბერიტაშვილის სტატიას, სადაც ის პარალელს ავლებს რუსეთის წინასაარჩევნო სიტუაციასა და საქართველოში დღეს არსებულ რეალობას შორის და ასკვნის, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არჩევნები სწორედ ვლადიმირ პუტინის რეცეპტით ჩატარდება. 


რუსეთი, როგორც მასწავლებელი

 

18 სექტემბერს რუსეთში ჩატარდა დუმის არჩევნები. ამბობენ, რომ ცსკო-ს ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს, ელა პანფილოვას, პუტინმა მისცა შედეგი დავალება:

 

«Чтоб все было честно и победила Единая Россия!». თუ გავითვალისწინებთ, რომ Единая Россия-ს რეიტინგი ჩამოვიდა 55%-დან (20.12.2015) – 41%-მდე (04.09.2016), ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტის ეს დავალება შეუსრულებლად ჩაითვლებოდა...

 

მაგრამ ასე არ ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოებში: „ნამუსის ქიმერიონისაგან განთავისუფლებული“ (ფრაზის ავტორია იოზეფ გებელსი), ყველაფერზე წამსვლელი სახელმწიფო აპარატი, ავტორიტარულ სახელმწიფოში ყოველთვის მოიგონებს და სისრულეში მოიყვანს ხრიკების ისეთ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთილ შედეგს. პუტინის ბიუროკრატებმა გამოიყენეს ამისთვის ორკომპონენტიანი გეგმა:

 

• ამ კონკრეტულ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, კრემლმა მოითვინიერა (ან ახლიდან შექმნა) ელექტორალურად პერსპექტიული (გარკვეულ ჩარჩოებში) ფსევდოოპოზიციური, კრემლიდან მკაცრად მართული, საარჩევნო სუბიექტები. ამ სუბიექტებზე, დამატებითი დამაჯერებლობისათვის, ხელისუფლებამ გასცა დროებით ლიცენზია, თავად ხელისუფლების ლაიტ-ფორმაში გალანძღვაზე; ესენია კრემლის სატელიტური „ოპოზიციური“ პარტიები: КПРФ, ЛДПР და Справедливая Россия, რომელიც ამ „გამსვლელ“ სამეულში, ყველაზე სუსტია. პრინციპში რუსეთში არჩევნებზე დაშვებულია 14 დარეგისტრირებული პარტია, მაგრამ დანარჩენები წარმოადგენენ „ელექტორალურ წვრილფეხობას“.

 

• ასევე, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, პუტინმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაასუფთავა პოლიტიკური სივრცე რეალური ოპოზიციური სუბიექტებისაგან. მან კარგად იცოდა, რომ პარლამენტში თანმიმდევრული, არაკორუმპირებული, დემოკრატიული ოპოზიციონერების ერთი მუჭის შესვლაც კი, შეუქმნის ძნელადასატან დისკომფორტს მმართველ ძალას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩნდება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დევნისაგან იმუნიტეტით დაცული პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნება ნებისმიერი „უსიამოვნო“ საკთხების აქტუალიზაციის ლეგიტიმური უფლება, მთელი ქვეყნის გასაგონად...

 

ამიტომაც, წინსწრებით, კრემლის მიერ კონტროლირებადმა არხებმა, გამოუქვეყნეს კასიანოვს და სხვა ცნობილ ოპოზიციონერებს ინტიმური ცხოვრების უკანონოდ გადაღებული ვიდეოკადრები; მორჩილმა სასამართლომ, ნავალნის ძმას, შეთითხნილი ბრალდებით, მიუსაჯა ხუთწლიანი პატიმრობა, ხოლო თავად ალექსეის აჰკიდა 5-წლიანი პირობითი სასჯელი, რომელმაც გამოთიშა ნავალნი არა მარტო 2016 წლის, არამედ მომავალი (2018 წ.) საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაგან. რა მოუვიდა ოპოზიციის ყველაზე პოპულარულ ლიდერს - ბორის ნემცოვს - ჩვენ ყველამ ვიცით...

 

ანუ, ელა პანფილოვასთვის მიცემულ, პირველი შეხედვით, არარეალისტურ დავალებას, გაუჩნდა შესრულების პერსპექტივა. პოპულარული სლოგანი, რომ ვისაც მოგბეზრდათ არსებული რეჟიმი, მიეცით ხმა ნებისმიერ პარტიას, ოღონდ არა Единая Россия-ს, უსუსური აღმოჩნდა - ყუთში ნებისმიერი სხვა პარტიის სასრგებლოდ ჩაგდებული ბიულეტენი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) , მაინც იმუშავებს პუტინის მმართველობის გახანგრძლივებაზე - იქნება ეს ე.წ. ოპოზიციის კრემლთან სოლიდარული კეჭისყრა პარლამენტში, ან თუნდაც, საჭირო რაოდენობის „ოპოზიციური“ ან „დამოუკიდებელი მაჟორიტარი“ დეპუტატების „რეკრუტირება“ სამთავრობო ფრაქციაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აპარატის მიერ დანერგილი სისტემა გამორიცხავს მმართველი პარტიის წარუმატებლობას, „ადგილებზე“ ფალსიფიკაციები მაინც გარდაუვალია: ჯერ ერთი, ამხელა ქვეყანაში ყველა ჩინოვნიკს ვერ გააგებინებ, რომ ყველაფერი „ისედაც კარგად იქნება“;

 

თან თავს იჩენს ადგილობრივი "აპარატჩიკების" შიში, რომ დაბალი დასწრების და მთავარი პარტიის მწირი პროცენტისათვის, შეიძლება თავზე დაატყდეს მოსკოვის რისხვა.

 

დიაგრამიდან გამომდინარეობს, რომ დღევანდელ რუსულ პარლამენტში, კრემლს ადვილად შეუძლია ხმების დეფიციტის შევსება ნებისმიერი „ოპოზიციური“ ფრაქციის რეზერვუარიდან.

20-09-1.jpg

 

ინტუიციით რუსული ამომრჩეველი სწორედ აღიქვამს შექმნილ სიტუაციას - „Голосуй, не голосуй, Все равно получишь…“, რაც გარდაუვალად გამოიწვევს ამომრჩეველთა დასწრების დაბალ მაჩვენებლებს.

 

საქართველო, როგორც რუსეთის სანიმუშო შეგირდი

 

ვინაიდან ოცნება, სააკაშვილის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, კრეატიულობის მწვავე დეფიციტს განიცდის, იგი მიყვება მეზობელ ავტოკრატიულ ქვეყნაში აპრობირებულ ელექტორალურ სქემებს.

 

რუსულ და ქართულ დიაგრამებს შორის თითქმის არ არის განსხვავება, ერთის გარდა - საქართველოში არსებობდა და არსებობს პოლიტიკურად ორგანიზებული იდეოლოგიური ოპოზიცია, რომელიც თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე არ გასვრილა ოცნების გაუნათლებელ და რუსი ოლოგარქის მონურად თაყვანისმცემელ ხელისუფლებასთან გარიგებით.

 

20-09-2.jpg

 

ასეთი ოპოზიციის არსებობა სულაც არ არის ივანიშვილის „ევროპის გამაოცებელი“ დემოკრატიის დამსახურება - წინა ხელისუფლების ქვეყნის აღმშენებლობის გეზის გაგრძელების ნაცვლად, ოცნებამ სტრატეგიულ მიზნად დაისახა ნაცმოძრაობის სრული განადგურება. ოპოზიციის ლიდერები არიან ციხეში, ხოლო მსოფლიოში აღიარებული პრეზიდენტი-რეფორმატორი განდევნილია საკუთარი სამშობლოდან, მაგრამ ნაციონალები მაინც არსებობენ და, ოცნებისგან განსხვავებით, მათი რეიტინგი სტაბილლურად იზრდება. ამგვარად, რუსული სქემის ეს ნაწილი - პოლიტიკური ველის გასუფთავება - ივანიშვილმა ვერ განახორციელა.

 

მეორე მიმართულებით - მანიპულირებადი ფსევდოოპოზიციის შექმნაში - ივანიშვილმა მეტნაკლებად მიაღწია წარმატებას.

 

საქართველოს მოსახლეობაში უკვე არსებობს მტკიცე კონსენსუსი, რომ ივანიშვილისგან მართული ხელისუფლება „ჩაიჭრა“ თითქმის ყველა მიმართულებით (კონკრეტული შემსრულებელი მარიონეტების სახელებს მნიშვნელობა არა აქვს). ოფიციალურმა პროპაგანდამ დიდძალი ფული და ენერგია დახარჯა, რომ მიეწებებინა „მონსტრების“ იარლიყი ნაცმოძრაობისათვის, შეიძლება ითქვას, გარკვეული წარმატებით, მაგრამ ოპონენტების ლანძღვამ ვერ გადაფარა ივანიშვილის მიერ პრივატიზებული მთავრობის არნახული უნიათობა, სიტუტუცე და სიხარბე ბიუჯეტის სახსრების მიმართ.

 

ამ გარემოებით ცდილობენ სარგებლბას ე.წ. შუაშისტები, რომელთა უმეტესობა, წარმოადგენს ან ოცნებიდან გამოპანღურებულ, ან ნაცმოძრაობიდან ივანიშვილის ფულით გადმობირებულ, ან თავად ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილ ორგანიზაციებს... მათი უმრავლესობა „დედას იფიცება“, რომ ერთდროულად, ყოფილი და არსებული ხელისუფლების პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან, და საკუთარ თავს მოსახლეობას „მესამე ალტერნატივის“ სახით თავაზობენ.

 

დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგად, პრლამენტში აღმოჩნდება ორი წამყვანი ძალა - ოცნება და ნაცმოძრაობა, თან არც ერთს არ ექნება 50%-იანი უმრავლესობა. მცირე პარტიებს ექნებათ არჩევანი - ან მიემხრონ ნაციონალებს, რომლებმაც ნოლიდან შექმნეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ოპოზიციაში ყოფნისას ბევრი რამ გადაახალისეს თავიანთ გონებაში; ან მიეყიდონ ფულის ტომარას, რომელსაც სახელმწიფოს მართვაზე , საერთოდ, წარმოდგენა არა აქვს.

 

გადავავლოთ თვალი დიაგრამას და შევაფასოთ, რუსული სცენარის აღსრულების ალბათობა - გამოადგებიან თუ არა მცირე პარტიები „ხმების რეზერვუარად“ ოცნებისათვის. რასაკვირველია, ჩვენი შეფასება სუბიექტურია. დავიწყოთ დიაგრამის მარჯვენა მხრიდან.

 

• ივანიშვილის გადმოსახედიდან, ინაშვილის პარტია არის ისეთი სანიმუშო ოპოზიცია, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობს „ოცნება“ (ბოდიში ტავტოლოგიისათვის). დამნაშავე და ავანტიურისტი ბედუკაძე არის ის ურღვევი ხიდი, რომელიც აერთიანებს ოცნებას ამ მარგინალურ დაჯგუფებასთან. აქ ყველაფერი მზად არის ოცნებასთან თანამშრომლობისათვის.

 

• რესპუბლიკელებს არ გააჩნია არც ელექტორატი, არც საკუთარი სახსრები და არც პრინციპები. არიან ოცნების არსებულ დეპუტატებთან შედარებით უფრო განათლებულები, მაგრამ ამავდროულად ბევრად უფრო უპრინციპოები, იმიტომ რომ უმრავლესობისგან განსხვავებით, ყველა კოლექტიურ სისაძაგლეში თუ სისულელეში გააზრებულად ღებულობდნენ მონაწილეობას.

 

• ნათელაშვილი ძლიერი ორატორია, მაგრამ არ ყავს გუნდი. მისი სოციალისტური იდეოლოგია დღევანდელ საქართველოს არ ჭირდება - ის გახდება მოთხოვნადი, როდესაც კაპიტალისტური საქართველო დააგროვებს გარკვეულ დოვლათს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სოციალური პოლიტიკის მოდერნიზაცია. ივანიშვილთან მისი ალიანსი ნაკლებად სავარაუდოა, სხვა მცირე პარტიებთან შედარებით, მაგრამ ბოლომდე გამორიცხული არ არის.

 

• ალასანიას უპრინციპობა შეედრება მხოლოდ რესპუბლიკელების უპრინციპობას. ისევე, როგორც რესპებს, აქვს ივანიშვილთან თანაცხოვრების სარფიანი გამოცდილება. ალასანია, ისევე, როგორც რესპუბლიკელები, ბოლომდე ებღაუჭებოდა მინისტრის სავარძელს, სანამ ივანიშვილმა არ ჩამოაშორა მთავრობას. მას მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების რიცხვი შემოიფარგლება მხოლოდ ხუთი ადამიანით - კაბელების საქმით დაზარალებულებით. არსებობს ოცნებასთან მისი ალიანსის მაღალი ალბათობა.

 

• ბურჭულაძის მთავარი გათვლები ეყრდნობა მის „შუაშისტობას“. თავად რომც არ მოინდომოს ოცნებასთან ალიანსში შესვლა, მას ორგანიზაციაში საკმარისი ოდენობით წარმოდგენილი ყავს პოლიტიკური პრინციპების კომერციალიზაციის სპეციალისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ბურჭულაძის გარეშეც ვისთანაც გინდა დაალიანსდებიან, სარგებელის დანახვისთანავე.

 

ამგვარად, ივანიშვილის უზომო უპირატესობა რესურსებში, მთავარ რეალურ ოპონენტებთან შედარებით, აძლევს მას იმედს, რომ იგი დაიყვანს ოქტომბრის არჩევნებს რუსეთში აპრობირებულ სქემამდე - უპრინციპო მინორიტარული ოპოზიციის ხმები, დიდი ალბათობით, მაინც აღმოჩნდებიან რუსი ოლიგარქის ყულაბაში, ანუ, «Голосуй, не голосуй, …»

 

თუ ქართველი ხალხი მომწიფდა იმისთვის, რომ შეწყვიტოს უნიათობის და მავნებლობის ბაირამი საკუთარ სამშობლოში, მან უნდა გაიაზროს, რომ „შუაშისტებისათვის“ მიცემული ხმები მხოლოდ გაახანგრძლივებენ რუსი ოლიგარქის არაფორმალურ მმართველობას.

 

საქართველოს კატასტროფული უფსკრულიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ პრინციპებზე დაყრდნობილ ძალას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!

 

დავით ბერიტაშვილი

 

P.შ. მაჟორიტარების ფაქტორს აქ არ ვიხილავთ - ეს იქნება ცალკე საუბრის თემა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !