
"ჩვენი სამშობლოს" ლიდერი გია კორკოტაშვილი, რომელმაც ტრისტან წითელაშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია მოაწყო და სააკაშვილისა და გიულენის ფიტულები დაწვა, დაპირისპირების დროს იმალებოდა.
ფიზიკური დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და "ჩვენი სამშობლოს" წარმომადგენლებს შორის მოხდა, რა დროსაც გია კორკოტაშვილი ხის ჩრდილში მდგარ ჟურნალისტებს შეერია და ჩხუბს მათ ზურგს ამოფარებული ადევნებდა თვალს. ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა.
"კორკოტამ ბათუმში აქცია ჩაატარა მოღალატე წითელაშვილთან ერთად და ამბავი რომ ატყდა არ მომხვდესო, ჟურნალისტებს შეეფარა", - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.