
" ჩვენ არ გვეშინია თქვენი, არ გვეშინია მაგ არ გვეშინია მაგ სულელური კანონის მოქმედების, რომელიც მიიღო სულელთა ჯგუფმა. და თქვენ, ვინც მშრომელ ხალხს წაართვით არსებობის უფლება, მაგ ენას ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს ამ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ", -
განაცხადა ვალერი კავარაცხელიამ "ობიექტივის" ეთერში, 30 ივლისს, როცა თავისუფლების ქარტიის შესახებ საუბრობდა, სადაც განსაზღვრულია, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება დასჯადია.
შეგახსენებთ, დღეს თელავში, სოციალისტური პარტიის ყრილობა ჩაიშალა: "გირჩის" წევრებმა და სხვა ახალგაზრდებმა ყრილობიის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს. პარალელურად, ყრილობის საწინააღმდეგო კონტრაქცია მიმდინარეობდა. სოციალისტური ყრილობის ერთერთმა დელეგატმა ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფრაზისთვის: "პუტინი მტერია, თქვენ ყველანი მოღალატეები ხართ". ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ ვალერი კვარაცხელიას თანაგუნდელი ცემის ბრალდებით დააკავა.