
იმ ამომრჩეველ6თა რიცხვი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომელ პარტიას მისცემს ხმას ოქტომბრის არჩევნებში, NDI-ს წინა კვლევასთან შედარებით 10 ერთეულითაა გაზრდილი და 38%-ს შეადგენს. გადაუწყვეტელი არჩევანის მქონეთა რიცხვი თითქმის უცვლელია. ვის მისცემს ხმას, ჯერ არ გადაუწყვეტია 57%-ს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის თანახმად, უკვე გადაწყვეტილი არჩევანის მქონე გამოკითხულების 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ენმ-ს 26%, უარს პასუხზე 10% ამბობს, პატრიოტთა ალიანსი 7%-მა დაასახელა, არ იცის 6%-მა, პაატა ბურჭულაძის პარტიას 6%, ხოლო სხვა პარტიას 11% ასახელებს. "სხვა პარტიაში" შედიან პარტიები, რომლებიც გამოკითხულთა 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა.