-
2016-07-06 14:36
"შემიძლია, სანაძლეო შემოგთავაზოთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის "გირჩთან" გაერთიანების გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და უახლოეს ხანში განცხადებას გააკეთებთ", - ასე მიმართა ინგა გრიგოლიამ ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმარს, "ახალი საქართველოს" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ გაერთიანების დაანონსება ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ, როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკება ორ პოლიტიკურ ძალას შორის უკვე მიმდინარეობს. როგორც "გირჩის", ასევე "ახალი საქართველოს" ლიდერები და წევრების უმრავლესობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ან მხარდამჭერები არიან.
"ვის წინააღმდეგ ერთიანდებით: "ქართული ოცნების" თუ "ნაციონალური მოძრაობის"? - ასეთი იყო ინგა გრიგოლიას შეკითხვა გიორგი ვაშაძის მიმართ.