ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. ავსტრიის წარმომადგენელმა მეორე ტურში საქართველოს კანდიდატი გიგი წერეთელი დაამარცხა. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.
პირველ ტურში ავსტრიის წარმომადგენელმა კრისტინე მუტონენმა 91 ხმა მიიღო, გიგი წერეთელმა - 85; ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.