ზურაბ ჯაფარიძე GFK-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება

Image

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" დამფუძნებელსა და ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს "რუსთავი-2"-ზე გამოქვეყნებულმა GFK-ს ახალმა კვლევამ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული რეპლიკა გაახსენა, სადაც ის "მათგან წასულთა საოცრად დაბალ პროცენტზე" საუბრობდა. აქედან და თვითონ ამ ორგანიზაციის მიერ უკრაინაში ჩატარებული ადრინდელი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შედეგები მოდელირებულია. 

 

"ამ ’ობიექტური’ კვლევის შედეგები 3 დღით ადრე წინასწარ იცოდა და ამის შესახებ წინასწარ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მანვე გამორჩეულად გაუსვა ხაზი ’ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილი პარტიების’ რეიტინგს, რომელიც როგორც ჩანს, განსაკუთრებით ადარდებს. კვლევა ჩატარდა GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ რუსთავი2-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო.

 

იგივე GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების. იგივე GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა.

 

გაუგებარია, ასეთი გამოცდილების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა რუსთავი2-მა კვლევის GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ ჩატარება. ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა. "გირჩი" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ივლისის პირველი კვირიდან და ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?