-
2016-01-14 00:39
თურქეთის პოლიციამ 12 იანვარს სტამბოლში აფეთქების შემდეგ დააკავა რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში.
იმ ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, ანტალიის პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტები და კომპაქტ-დისკები ამოიღეს. 12 იანვრის ტერაქტის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ახმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტმა მოაწყო.
თურქეთის მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ ტერაქტის დროს დაიღუპა გერმანიის რვა მოქალაქე და ცხრა მძიმედ დაჭრილია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ ტერაქტს გერმანიის ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე საშინელი უწოდა.