-
2016-01-11 18:52
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დახურულ შეხვედრებს რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლებთან, მოლაპრაკებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების გარანტის სახით და იმის დასტურად, რომ ამ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერის ვაჟი - ბერა ესწრება.
ამის შესახებ Грузия Online-ს კორესპონდენტი რუსეთში, "გაზპრომის" მმართველობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოში "გაზპრომის" შემოსვლასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და ტექნიკური დეტალები - შეთანხმებული. გადაწყვეტილებების შესრულება საკუთარ თავზე აიღო კახა კალაძემ, რომელიც, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ უპირობო მხარდაჭერა აქვს ბიძინა ივანიშვილის მხრიდა, რომელიც თავადაა დაინტერესებული რუსული გიგანტის საქართველოში შემოსვლით.