
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგიზ გუნავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:
"ამის მერე ვინმეს აქვს კიდევ დარჩენილი კითხვები თუ რა მიზანს ემსახურება ივანიშვილი?! არანაირი დივერსიფიცირება არ ხდება, ვინაიდან მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი ბევრად უფრო იაფად გვაწვდის ბუნებრივ აირს და ნებისმიერ დროს მზად არის საჭიროების მიხედვით არსებულზე მეტი რაოდენობით მოგვაწოდოს, მიუხედავად ამისა ივანიშვილი და მისი მთავრობა ჯიუტად ცდილობს საქართველოში შემოიყვანოს რუსული სახელმწიფო კომპანია " გაზპრომი"!
ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პირველ რიგში მან დაუმტკიცოს პუტინს ერთგულება და დამატებით პირადად მიიღოს ამ პროექტიდან ფინანსური სარგებელი! ეს არის კრემლის დაკვეთა, საქართველო აქციოს მასზე ბოლომდე დამოკიდებული და ცოტა ხანში ალბათ დაძრავენ საკითხს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე, რომლის პირობა მან დადო ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრისას!
ოკუპანტ ქვეყანასთან დადებული მსგავსი ხელშეკრულება-გარიგება წარმოადგენს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ღალატს, სხვა შეფასების მიცემა ამ პროცესების მიმართ ძნელია გააკეთოს საღი აზროვნების ადამიანმა!!!" - წერს გუნავა.
"რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში კრიმინალი არ არის, - ასეთი განმარტება გააკეთა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.