
გორელი, "ატენის ძირძველი მკვიდრი" ნატო ხუჩიშვილი, რომელიც ადგილობრივ მედიასაშუალებებში ხშირად გამოდის და მისი ფრაზები ხშირად, ფრთიან ფრაზებად იქცევა ხოლმე, ტელეკომპანია "დიას" ეთერში ამჯერად მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს.
შეგახსენებთ, ნატო ხუციშვილს ეკუთვნის თეორია იმის შესახებ, რომ ნაციონალებმა გზები იმიტომ გააკეთეს, რათა ჯიპებით ერბინათ, ხოლო კარუსელები მშიერი ბავშვებისთვისაა გაკეთებული, რადგან "მაძღარი ბავშვი რომ კარუსელზე დასვა, რწყევით მოკვდება".