
საქართველოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მუხრან ბურჭულაძის სახელზე კანადის პრემიერმინისტრის სამადლობელი წერილი მოვიდა. ეს წერილი ლიბერალ-დემოკრატების მიერ კანადაში გაგზავნილი მილოცვის პასუხია.
კანადის პრემიერ მინისტრი და "ლიბერალური" პარტიის ლიდერის ჯასტინ ტრიუდოს მადლობის წერილი ქართველ ლიბერალ დემოკრატებს:
"ნება მიბოძეთ გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თბილი მოლოცვისთვის. უაღრესად მადლიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვემსახურო კანადელ ხალხს.
კანადელი ხალხის მიერ 19 ოქტომბერს ჩემი მხარდაჭერა ძალზედ ამაღელვებელი და დასაფასებელია, ვიზიარებ და ვადასტურებ ვალდებულებებს რომელიც ავიღე ჩემს თავზე და ვაცხადებ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ უამრავს, ჩვენი დანაპირების შესასრულებლად.
კანადელ ხალხს აქვს იმის მოლოდინი, რომ დაინახოს საკუთარი ღირებულებები და პრიორიტეტები, რომლებიც აისახება მათ მთავრობაში და ჩვენ მათ გულისყურით ვუსმენთ.
ჩვენი ძლიერი, გამოცდილი და მრავალფეროვანი გუნდი იქნება ღია და გულწრფელი, არ დავიშურებთ ძალისხმევას რათა ვემსახუროთ საზოგადოების ინტერესებს.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
კანადის პრემიერ-მინისტრი
პ.ჯ. ტრიუდო"