
სოსო პავლიაშვილი სტუდია „მირთან“ საუბარში ამბობს, რომ კარგად ახსოვს ის პერიოდი, როცა სავიზო რეჟიმისა და ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ცუდ დღეში იყვნენ უბრალო მოქალაქეები. რუსმა მომღერალმა თავისი მაგალითი გაიხსენა.
„მახსოვს, როგორ ჩამომსვეს თვითმფრინავიდან რუსეთის ერთ ქალაქში და როგორ მიმყვანეს „აბეზიანნიკში“, სადაც შეურაცხმყოფელად მექცეოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული გვარი მქონდა. მართალია, მერე ბოდიში მოიხადეს, მაგრამ მაინც... მახსოვს, მაშინ ბევრს ექმნებოდა პრობლემა მხოლოდ მისი ქართული გვარის გამო. ეს იყო საშინელება და ის არ უნდა განმეორდეს“, - ამბობს მომღერალი.
აქვე, სოსო პავლიაშვილი აშშ-ის მაგალითზე იხსენებს, როგორ ცხოვრობენ ქართველები იქ და როგორ - რუსეთში:
„მე ნანახი მაქვს ემიგრანტების ყოფა აშშ-ში, როგორ გაჭირვებით გამოიმუშავებენ ფულს... სრულიად საპირისპირო სიტუაციაა რუსეთში: აქ ქართველები აშენებენ რესტორნებს, კაზინოებს, აქვთ თავიანთი ბიზნესი და გამოიმუშავებენ ფულს“, - აღნიშნა სოსო პავლიაშვილმა.