ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი არკადი გაიდამაკი საფრანგეთში დააკავეს

Image

რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელსაც საფრანგეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, დაპატიმრებულია. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება, გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობთ. 

 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ობიექტი ნებაყოფლობით გამოცხადდა პარიზის ჟანდარმერიაში, რის შემდეგაც დააკავეს. შეგახსენებთ, გაიდამაკი ერთერთი ბრალდებული იყო გახმაურებულ "ანგოლაგეითის საქმეში" - რუსული იარაღის მიყიდვა ანგოლელი დიქტატორის დუშ სანტოსის რეჟიმისთვის 1993-98 წლებში და ამ გზით მილიონობით აშშ დოლარის გათეთრება. ამ საქმის ერთერთი ფიგურანტი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი ჟან-კრისტოფიც იყო.

 

გამოძიების ვერსიით, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ანგოლის რეჟიმის მეთაური ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში საფრანგეთში იარაღის დიდი პარტიის შესყიდვას აპირებდა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ ანგოლის ხელისუფლება ფრანგ ბიზნესმენს პიერ ფალკონს დაუკავშირდა, რომელმაც გაიდამაკთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ანგოლაში აღმოსავლეთ ევროპიდან იარაღის უკანონო შეტანას.

 

შეიარაღების ღირებულება 790 მილიონ დოლარს აღემატებოდა და მასში შედიოდა 150 ათასი ჭურვი, 12 ვერტმფრენი და ექვსი სამხედრო ხომალდი.

 

ასევე, შეგახსენებთ, რომ ანგოლაგეითის საქმის ერთერთ მონაწილედ გარკვეული წრეები, მათ შორის, ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ანგოლაგეითის ერთერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც ასახელებენ. არკადი გაიდამაკი ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი იყო მაშინ, როცა ის მოსკოვში "როსიისკი კრედიტს" ხელმძღვანელობდა.

 

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აქვს ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენის ასლი და მასში ივანიშვილის ბანკი არათუ ხშირად მოიხსენიება, არამედ მთავარ ბანკად სახელდება.

 

თავის მხრივ, გაიდამაკს ახლო კონტაქტები აქვს რუსეთის უმსხვილეს კრიმინალურ ავტორიტეტთან „ტაივანჩიკთან“.

 

ივანიძის თქმით, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა, თქითოსდა, თავის დაზღვევაც სცადა და განაცხადა, რომ როცა გაიდამაკის იარაღით ვაჭრობის საქმიანობის შესახებ შეიტყო, მასთან კავშირი გაწყვიტა. არადა მანამდე, მან „როსიისკი კრედიტის“ 25% მიჰყიდა ამ ადამიანს.

 

თუმცა ჟურნალისტი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა. გახსნეს საყრდენი ბანკები, რომლებიც ამ საქმისთვის ხსნიდნენ ანგარიშებს, ანუ ივანიშვილი ამაში ჩართული იყო - აცხადებს ის.

 

ამასთან, არსებობს ოფიციალური დოსიე გაიდამაკის მოღვაწეობაზე, რომელიც ფრანგ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელთ და მასში საუბარია გაიდამაკის კავშირებზე რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან.

 

დოსიეში წერია, რომ, გაიდამაკს აქვს კავშირი რუსეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი წრის რამდენიმე წევრთან: ალიმჟან ტოხტახუნოვთან, იგივე „ტაივანჩიკის“ სახელით ცნობილ ე.წ. კანონიერ ქურდთან და ბორის ივანიშვილთან, ბანკ „როსიისკი კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელთან, რომელიც პირდაპირაა კავშირში რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან.

 

ამ დოსიეში კრიმინალური ავტორიტეტი „ტაივანჩიკი“ და ბიძინა ივანიშვილი ერთად არიან მოხსენიებულნი, როგორც დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !