
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია „არა გაზპრომს“ პლატფორმამ „დაიცავი თავისუფლება“ გამართა. აქციის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა ცაში გაზპრომისა და ივანიშვილის გამოსახულების ფრანები გაუშვეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, წლის ბოლომდე გაზპრომთან ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და ენერგოუსაფრთხოების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვლას ნიშნავს.
„ხელისუფლება წლის ბოლომდე აპირებს ხელი მოაწეროს გაზპრომთან კონტრაქტს, საქართველოს გაზმომარაგების თაობაზე. ეკონომიკური ახსნა ამ საკითხს არა აქვს. რუსული გაზი არის ძვირი, არასტაბილური, გაზპრომი არის პუტინის შანტაჟის იარაღი,“ - აცხადებს აქციის ერთერთი ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი.