
"არჩევანში" იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ჩართვას სტუდიაში მყოფი თამარ ჩერგოლეიშვილის მკვეთრი შეპასუხება მოჰყვა. ჩერგოლეიშვილმა ევა გოცირიძეს უთხრა, რომ ის სკამსაა ჩაბღაუჭებული და მის შესანარჩუნებლად ცდილობს, სამარცხვინო მოსამართლის სამარცხვინო განჩინება გაამართლოს.
კამათი მოჰყვა შეკითხვას, შეუძლია თუ არა მოსამართლეს, ზოგადად, სასამართლოს, განსაზღვროს მედიასაშუალების ან ჟურნალისტის ობიექტურობის ხარისხი და ეს განჩინებაში აისახოს.