გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადდებიან

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამავე პარტიიდან ნუგზარ წიკლაური სუს-ში ხელმეორე დაკითხვაზე და ე.წ. ხმის ტესტირებაზე გამოცხადებას არ აპირებენ.

 

"ზედაცინვა მოიგონეს - რაღაც ხმის ტესტირება უნდა ჩაგიტაროთო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე უმძიმესი გამოწვევები დგას; მაშინ, როცა ჩვენ უნდა გვქონდეს დისკუსია, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები; დგას ფუნდამენტური საკითხი რუსთავი 2-ის და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის, ივანიშვილის დაქირავებული სტრუქტურები გვთავაზობს ამ დამცინავ მასკარადს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ნებაყოფლობით არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ", - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

„გუშინ ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა. მითხრეს, რომ გუშინ საღამოსვე, 9 სათზე, გამომძიებელი მომაკითხავდა და უწყებას მოიტანდა. თუმცა მან, ჟარგონულად რომ ვთქვა, „გადამაგდო“. დღეს დილით სახლში სხვა გამომძიებელი მოვიდა და უწყება გადმომცა. მან მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხმის სინჯების ასაღებად უნდა მივიდე.

 

იქ მისვლას არ ვაპირებ, რადგან პირველი დაკითხვისას ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი. ეს გამოძიება არ ემსახურება არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არც მოქალაქის უსაფრთხოებას, არც საქართველოს ინტერესებს. ესაა პრიმიტივი ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მუდმივად დადიოდნენ დაკითხვებზე. ესაა პოლიტიკური შოუს მოწყობის მცდელობა და ამიტომ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. სუს-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივალ, თუ ამას სასამართლო გადაწყვეტს და ისე მოვიქცევი, როგორც კანონმროჩილი მოქალაქე“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !