
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოსაც და ეუთო-საც უამრავი "უმეცარი" განცხადება აქვთ გაკეთებული და საქართველოს ხელისუფლება არაა ვალდებული, ისინი ყურად იღოს.
"მახსოვს, "სახალხო პარტია" ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე "ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი". იგივე ევროსაბჭომ და ეუთო-მ - რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები.
რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქმე ეხება კერძო სუბიექტებს შორის დავას.