-
2015-11-10 14:28
"მათ (ენმ-მ, - რედ.) მოახერხეს და ისევ მათ მიერ ჩაწოდებული ინფორმაციის შემდეგ ერთერთმა დიპლომატმა თქვა, რომ შუაღამით კეთდება, ანუ, მოახერხეს და ხუთი საათი შუაღამედ დააფუძნეს, ამის შემდეგ კი კეთდება განცხადება, რომ ამ დეტალებს ყურადღება არ მივაქციოთ და ფაქტების ანალიზი მოვახდინოთ. რონელი ფაქტების ანალიზი უნდა მოვახდინოთ?", -
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დავა მიმდინარეობს დვალს, ხალვაშსა და მეორე მხრივ, ნიკა გვარამიასა და მთელ ნაციონალურ მოძრაობას შორის.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, რ2-ის საკითხზე საზოგადოება ორადაა გახლეჩილი, მაგრამ უდიდესი ნაწილი აღშფოთებულია ნაციონალური მოძრაობის საქციელით, რომ ისინი პროცესებს წარმოაჩენენ თავისუფალი სიტყვის დაცვად.
ივანიშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ "მოახერხა და სხვა მხარეს წაიყვანა ეს პროცესები". ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლიდან ცოტა ხანში ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებამ შეზღუდა ტვ "იმედი": - "სინამდვილეში კი ნახეთ, რა მოხდა - ჩვენი მოსვლის შემდეგ "იმედი" დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს, ხოლო ამაზე დადგენილება მიიღო ევროსაბჭომ, აი, როგორ იძრუდებოდა ვითომ აქ პრესის თავისუფლება".
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დვალი და აქიმიძე რ2-ის დამფუძნებლები არიან, ხოლო ქიბარ ხალვაში "შემდეგი იყო". მისივე თქმით, "მსგავსი პროცესები მიმდინარეობს "მაესტროზეც", მაგრამ ეს ხდება მშვიდად და ეს თემა, რატომღაც, არ აწეულა".