-
2015-11-10 01:51
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური "ფეისბუქში" ირონიით წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა დარეკა და ახალი უწყების გადმოსაცემად დრო შეათანხმა, მაგრამ არავინ მოვიდა, რადგან "ეტყობა, უკრაინაში ჯერ არ აუტვირთავთ ჩანაწერი".
"საღამოს 8 საათზე უსაფრთხოების გამომძიებელმა დამირეკა და ახალი უწყების გადმოსაცემად შეხვედრაზე 9 საათზე შემითანხმდა.
ახლა 11 ხდება და არ მოდის არავინ.
მგონი ჯერ ჩანაწერი არ აუტვირთავთ უკრაინაში და შეცდომით ადრე დამირეკეს.
ფსბ, ასეთ უდისციპლინობას არ ველოდი...", - წერს ნუგზარ წიკლაური.