
სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მზადაა, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს.
"გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი უფლებების, როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას.
საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, მაგალითად, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი.
ასე რომ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით და ევროპული სტანდარტებით და ევროპული ხედვებით, ღირებულებებით, როგორ შეიძლება, იყოს სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა, ამ მიმართულებით შეიძლება იყოს მეტი მუშაობა", - აცხადებს ზაქარეიშვილი.