
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას და ყრილობას აანონსებს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დავით თევზაძის განმარტებით, ოქტომბერში საზოგადოება მის თანამოაზრეებსაც გაიცნობს. სწორედ ამ დროისთვის გეგმავს დავით თევზაძე გაერთიანების ყრილობის გამართვას.
"შეიქმნება პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ," - განაცხადა დავით თევზაძემ პრესკონფერენციაზე.