ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტის სასახლესთან აქციის მიზანს ნიღბავს

Image

ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის ჩატარებას აანონსებს, ოღონდ, რამდენიმე დღის წინ რუსულ "სპუტნიკზე" გავრცელებული მათივე განცხადების საპირისპიროდ, ამჯერად არ მიუთითებს, რომ აქცია ნატოს წინააღმდეგაა დაგეგმილი.

ამჯერად ერეკლე მეორის საზოგადოება წერს:

 

„საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც თავისი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემდნენ ხმას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, აღმოჩნდა, რომ ის იქცა მხოლოდ ლომჯარია, კოჟორიძეების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა პრეზიდენტად და აბსოლუტურად უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას".

 

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ განცხადებაში მითითებულ დღესა და საათს ემთხვევა აქცია, რომელიც ამავე საზოგადოებამ და "ევრაზიული არჩევანი - საქართველომ" რუსულ მედიაში დაანონსეს. განცხადებაში მითითებული იყო, რომ მთავარი მოთხოვნა საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრების გაუქმება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნებოდა.

 

მოთხოვნებში ასევე შედიოდა პრეზიდენტის მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება. აქციის მონაწილეთა შეკრება მეტროსადგურ „ავლაბართან“ 12 საათიდაანაა დაგეგმილი, სადაც თავს მოიყრიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობაა დაგეგმილი.

 

აქცია პრეზიდენტის სასახლესთან 13:00 საათზე დაიწყება, მას ანსამბლი „ივერია“ გახსნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო 13-დან 15 საათამდე გადაიკეტება პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !