
რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება ავრცელებს ელვა-ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 14 სექტემბერს ოდესაში ოლქის ახალ პროკურორს წარადგენენ და ის დავით საყვარელიძე იქნება.
ამასთან, მედიაში წერენ, რომ დავით საყვარელიძე, რომელიც უკრაინის გენპროკურორის მოადგილეა, თანამდებობას შეინარჩუნებს, ხოლო ოდესის ოლქის პროკურორი შეთავსებით იქნება. ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური არხებით.