
ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად დაყრუებულია.
მისივე თქმით, საპროტესტო აქცია იმართება სწორედ იმიტომ, რომ ხალხმა, რომელიც ხელისუფლებამ დაივიწყა, საკუთარი ხმა მიაწვდინოს ქვეყნის პირველ პირებს.
„რა გააფუჭა ამ მთავრობამ? - კრიმინალს შეეკრა, ეს არ არის საკმარისი?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ართმევს მომავალს ადამიანებს.
საქართველოს ხელისუფლება სათავეში მოსვლისთანავე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, გაიზარდა კრიმინალის დონე, უმუშევრობა და გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს,“ - აღნიშნა მან.