
„როცა სურვილი მაქვს, ვაკეთებ კომენტარს. რატომ ძალადობთ?“ - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ მისი აზრი 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით.
„ვინც ძალადობდა, ისევ ისინი ძალადობენ და გამოდიან ქუჩაში. ეს არის ჩვენი დამსახურება.
ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონატრაციებს", - აღნიშნა მან და მოძალადეებში „ნაციონალური მოძრაობა“ იგულისხმა, რომელიც ხვალ თავისუფლების მოედანზე მიტინგს გამართავს.