-
2015-03-15 18:18
რუსმა ექსპერტმა ჰეიდარ ჯემალიმ „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინი ძალოვანების კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი ნეიტრალიზებულია, მაგრამ ის ცოცხალია.
ის იმყოფება ძალოვანების კონტროლის ქვეშ, რომლებმაც ჩემი აზრით სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.
ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც თითქოსდა ადასტურებს, რომ პრეზიდენტი აქტიურად მუშაობს, მხოლოდ დროის მოგების მიზნით ხდება.
ჩემი ინფორმაციით, 11 მარტს კადიროვს პიატიგორსკში პატრუშევი შეხვდა და გადაიბირა.
საგულისხმოა, რომ პატრუშევი, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა, ცოტა ხნის წინ ამერიკაში იმყოფებოდა და ვფიქრობ, იქ მას ისეთი რამ შესთავაზეს, რაზეც უარი ვერ თქვა,"-აღნიშნა რუსმა ექსპერტმა.