-
2015-03-06 22:50
გუბაზ სანიკიძემ „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ძილი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სულ სძინავს.
„ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებია უფრო მაგარ ადგილებში. მაგალითად, გაიუს მარიუსს, რომელსაც თეატრში დაეძინა, ეს კი მაშინ უფრო დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ვიდრე პარლამენტში დაძინებაა. მაპატიეთ, თავზე ნაცარი შემიძლია წავიყარო, მაგრამ ძილი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. იმედი მქონდა, რომ ფხიზელი მამულიშვილები იყვნენ ბევრნი. ეს არ ნიშნავს, რომ სულ მძინავს“, - განაცხადა სანიკიძემ.