-
2014-12-29 11:40
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მოუწევს „თავების დადება“.
„დაიდება ბადაშვილის თავი, ამის გაბლანდვა პროკურატურის რეფორმაში გამორიცხულია.
სასამართლოს მე არ შევხებივარ.
პრეტენზია მაქვს პროკურატურასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან.
ღარიბაშვილის საქმის კურსში იქნებოდა მთელ ამ დეტალებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.
პეტრიაშვილის თქმით, „დელტაკომს“ შსს მაღალჩინოსნები ლობირებენ.
„კოტარია იყო ამ კომპანიის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილის დროს, მოსმენების სამსახურის ანუ „ოტოს“ უფროსი.
ის იყო ამ კომპანიის ნაწილი. შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა სერიოზული ურთიერთობები.
არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი არ იყო სრულად ინფორმირებული, ადვოკატებმა მოითხოვეს მასალა, თუ რას უხდიდა მომსახურებაში „დელტაკომს“ 2014 წელს შსს, ეს იყო ასეულობით ათასი ლარი”, – დასძინა მან.