
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
,,მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მისი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა საქმე, რაშიც სააკაშვილი ბრალდებულია, უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს", - განაცხადა ბადაშვილმა.