
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გზავნილი ნათელი იყო და ნატო-ში მას აუცილებლად განიხილავენ, –ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აპატურაიმ იგულისხმა ალიანსისადმი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ის გზავნილი, რომელიც სამხედრო თავდაცვის სისტემა საქართველოში განლაგების თხოვნას შეეხება.
"იქ იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეც და დაპირება გააკეთა, რომ მოკავშირეებს ალასანიას ამ გზავნილს მიაწვდიდა. ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნატო-ს საკუთარი თავდაცვის სისტემები არ აქვს; ეს სისტემები აქვთ მოკავშირეებს და ნატო-ს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა. როგორც ეს თურქეთისთვის გააკეთა სირიის კონფლიქტის დროს, როდესაც "პატრიოტის" კომპლექსის გადასროლა
მოხდა. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, მისი განხილვა ნატო-ში მოხდება", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.