
დაწყებული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის ამ განცხადებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა იურისტების კრიტიკული შეფასება გამოიწვია.
როცა პრემიერი არასამთავრობოებზე საუბრობს, ცოტა მეტი კორექტულობაა საჭირო, - -ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,ეს შენ გეხებას" წარმომადგენელი ეკა გიგაური ღარიბაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი მმართველი გუნდის წევრების მიერ არის შემუშავებული და აქ "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია.
"ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და, რაზეც პრემიერი საუბრობს, არის ტყუილი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორი არის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე. შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და არასამთავრობოების კანონპროექტი. რაც შეეხება ძირგამომთხრელ საქმიანობას, თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაკავშირებულია იმასთან, რომ შსს-ს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობა, მოუსმინოს ადამიანებს და ამას წარმატებულადაც იყენებს. ამის შესახებ საუბრობს არამარტო სამოქალაქო სექტორი, არამედ ჰამერბერგი და ამაზეა საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც. შესაბამისად გამოდის, რომ ეს ორგანზაციებიც არიან ძირგამომთხრელები", -აცადებს ეკა გიგაური.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ არასახელმწიფოებრივი არა "ეს შენ გეხებას" კამპანია, არამედ პრემიერი–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებაა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობოების ნაწილი ფარული მოსმენების კანონპროექტის საკითხზე ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.
კოჟორიძის თქმით, განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანების ქვეყნის ღალატში დადანაშაულება არ შეიძლება.
საკანონმდბელო პაკეტი, რომლის მიხედვით, სასჯელი მკაცრდება უკანონო მოსმენებისთვის და თვალთვალისთვის. ამასთან, ძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში საპარლამენტო და სასამართლო, ასევე სამოქალაქო კონტროლი, პარალამენტს არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა და იურუდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.