ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნასამართლევია

Image

ირაკლი გოგოხია, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატად სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა, ნასამართლევია.

 

თავად მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ დაკავება 2010 წლის 1 ოქტომბერს ბიზნესზე ზეწოლის მიზეზით, ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაის კაბინეტში დაიგეგმა.

 

ირაკლი გოგოხია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლით გაასამართლეს, რაც თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას გულისხმობდა და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ ციხიდან ყოფილმა ხელისუფლებამ 2011 წლის იანვარში იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ განმუხურში სასტუმრო აეშენებინა.

 

ირაკლი გოგოხიას უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია, რომელიც წერს:

 

„არ დავუშვათ თაღლითის და ქურდის მოსვლა ზუგდიდის მერად!

 

კრიმინალი გოგოხია აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ,,ლაივპრესთან" ურცხვად და სინდისის ქენჯნის გარეშე აკეთებს ,,თავის გამამართლებელ " კომენტარს.

 

ახლა კი მე, ძალიან მარტივად აგიხსნით ამ ყველაფერს. დაწყებითი კლასის მოსწავლეც ადვილად მიხვდება, თუ რას კადრულობდა გოგოხია და როგორი მარტივი თაღლითური სქემით იპარავდა სახელმწიფოს და ხალხის ფულს.

 

მაშ, დავიწყოთ: ,,აგრი ჯორჯია" იყო თხილის პლანტაციების მფლობელი ფირმა, რომელსაც საკუთარი ტექნიკისთვის დიდი ოდენობით დიზელის საწვავი შემოჰქონდა შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად.

 

მის საქმიანობას ,,კურირებდა" გოროზია, ხოლო ჩიქოვანი და გოგოხია იყვნენ პარტნიორები. მოკლედ, ამათ ,,კრიშობდა" გოროზია. გოგოხიას ზუგდიდში ჰქონდა ორი ბენზინგასამართი სადგური, რომელიც მიჰყიდეს „რომპეტროლს“ და იყვნენ მასთან წილშიც, მაგრამ „აგრი ჯორჯიას“ სახელით მაინც შემოჰქონდათ დიზელის საწვავი ანუ „აგრი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ და სინამდვილეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილ საწვავს უკანონოდ ასხამდნენ „რომპეტროლის“ ,,კალონკებში" და იქედან ახდენდნენ ამ ,,ლევი" საწვავის რეალიზაციას ყალბი დოკუმენტების დამზადებით.

 

დიახ, ეს იყო „აგრი ჯორჯიას“ კუთვნილი საწვავი, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული თაღლითური გეგმის საფუძველზე, კანონის დარღვევით და ყალბი დოკუმენტაციის გაფორმებით, - ჩასხმული „რომპეტროლის“ „კალონკებში“.

 

ამ ,,ლევი" საწვავის რეალიზების შემდეგ თანხა პირდაპირ მიდიოდა თაღლითების ჯიბეში, საგადასახადოს გვერდის ავლით. მაგალითად, ჩამოსული ანუ „აგრი ჯორჯიას“ კუთვნილი საწვავი ისხმებოდა „რომპეტროლის“ კალონკებში და თაღლითურად და სახელმწიფოს მოტყუებით, როგორც „რომპეტროლის“ საწვავი, ისე საღდებოდა.

 

ასობით ტონა დიზელის რეალიზებას უპრობლემოდ ახერხებდნენ, ამ ოპერაციით სახელმწიფო კარგავდა უზარმაზარ თანხებს გოგოხიასა და მისი თანამზრახველების მიერ შემოსავლების დამალვის ხარჯზე, ხოლო წილები იყოფოდა თაღლითური სქემის ავტორებს შორის.

 

გოგოხიას და ჩიქოვანის დაკავებით ახალაიებს უნდოდათ გოროზიაზე გასვლა. ცნობილია, რომ ახალაია და გოროზია სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული ერთმანეთს, რადგან სააკაშვილი ასეთი ფორმით აბალანსებდა ,,პალაჟენიას" სამეგრელოში.

 

გოგოხიამ და ჩიქოვანმა გოროზია არ ჩაუშვეს იმის სანაცვლოდ რომ გოროზია აიღებდა პასუხისმგებლობას ამათ გამოყვანაზე იმ პირობით, რომ გადაიხდიდნენ თანხას და ააშენებდნენ სასტუმროს განმუხურში.

 

აი, სულ ეს არის, ბატონებო! აი, რისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული გოგოხია. ეს არის სრული სიმართლე. ხოლო თუ გოგოხიას შერჩენია რაიმე რესურსი ,,თავის დასაძვრენად", - აგერ ვარ მე, აგერ არის კანონი და გამცეს და მომთხოვოს პასუხი !!!

 

,,წარმატებული ბიზნესი" მქონდაო, - წერს გოგოხია. ხომ სასაცილოა: ,,ლევი" ბენზინის გაყიდვა და სახელმწიფოს და ხალხის კუთვნილი თანხების მოპარვა ,,წარმატებული ბიზნესი" ყოფილა.

 

გოგოხიას ალალი ბიძაც რომ ყოფილიყო პროკურორი, ასეთი თავხედური გზით და ასე აშკარად ჩადენილ დანაშაულზე ძალიანაც რომ მოენდომებინა, თვალს ვერანაირად ვერ დახუჭავდა და ასეთ სისაძაგლეს ვერ დამალავდა.

 

სწორედ ამიტომ იმალებოდა გოგოხია ჩირგვებში საარჩევნო პერიოდში, ხოლო მისმა სიმამრმა ზურაბ ცხონდიამ კორუფციასთან მებრძოლ, მოუსყიდველ რაინდად შერაცხა როლანდ ახალაია, რითაც ოფიციალურად მოახდინა თავისი ერთადერთი ქალიშვილის მეუღლის კრიმინალად აღიარება და ფაქტიურად, მადლობა გადაუხადა როლანდ ახალაიას საკუთარი სიძის დაჭერისთვის იმის სანაცვლოდ, რომ ახალაიას შემთხვევით ცუდ ხასიათზე გაღვიძებულს ისევ არ შეებრუნებინა ვირის აბანოში გოგოხია.

 

ასეთი გახლავთ გოგოხიას ,,წარმატებული ბიზნესის" და თაღლითობის ანატომია! აი, ეს ოფიციალური თაღლითი ცდილობს ზუგდიდელების გაცურებით და საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად თვითმმართველობის სათავეში მოსვლას.

 

არ შეგეშინდეთ, ზუგდიდელებო, სიმართლისთვის თვალის გასწორების!

 

გჯეროდეთ და გარწმუნებთ, რომ თაღლითს აუცილებლად დავამარცხებთ და გაიმარჯვებს მხოლოდ სიმართლე! გაჩუმება დღეს ჩვენი მშობლიური ქალაქის და მისი მომავლის ღალატის ტოლფასია!“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !