
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა და ვიზიტის შესახებ „ფეისბუქზეც“ დაწერა.
"ჩამოვედი თბილისში, სადაც კონსულტაციებს გავმართავ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან რეგიონული უსაფრთხოებისა და ჩვენი თანამშრომლობის საკითხებში. როგორც ყოველთვის, აღფრთოვანებული ვარ პროტოკოლის ოფიცერთა კარგი განწყობით და ველი ჟურნალისტებთან შეხვედრას 16.00 საათზე", - წერს აპატურაი, რომელიც უკვე ესაუბრა ჟურნალისტებს.
“აქ იმისთვის ვარ, რომ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია განვიხილო, რაც ყველა ქვეყნისთვის რთულია, მათ შორის საქართველოსთვისაც. მეორე განსახილველი საკითხი პრაქტიკული თანამშრომლობა იქნება, მათ შორის საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და ჩვენი თანამშრომლობა რეფორმების პროცესში.
რამდენიმე კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გვექნება, სადაც ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ საქართველოსთან და ყველა ასპირანტ ქვეყანასთან მიმართებაში. ასე რომ, ეს არის სისტემის შემოწმების შანსი. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ყველა საკითხს ერთად გადავხედოთ”,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.