პრემიერს მიაჩნია, რომ კამპანია „ყველას გვისმენენ“ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

Image

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ხარჯავენ ცალკეული ძალები უამრავ თანხას კამპანიისთვის „ეს შენ გეხება“ და რატომ ამტკიცებენ, რომ ყველას უსმენენ. პრემიერი ამ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტი მოსმენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს.

 

“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს „ყველას უსმენენ“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს,” -განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დეტალები განმარტა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

 

„არასამთავრობოებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მაშინ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ჩვენ ეს არ დავუშვით და დავიწყეთ აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა.

 

პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა.
„ორი თვის წინ კი ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში, იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშილმა განმარტა, რომ მისი დავალებით, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, მინდია ჯანელიძემ კანონპროექტის დამუშავება დაიწყო, რაც უკვე დასრულებულია და პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

 

„მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?