ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ჩიტაიას ქ.#25-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ეზოს მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები დაათვლიერა.
გამგებელი ასევე გაეცნო მათ პრობლემებს ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაუწია აღნიშნულ საკითხზე და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
გამგებელმა გედევანიშვილის ქ. #27-ში მიმდინარე ეზოს მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოებიც დაათვალიერა.