დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი: საპატრიარქოს პოზიცია შემაშფოთებელია

Image

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვის შემდეგ განცხადებას ავრცელებს დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი და აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია შემაშფოთებელია.

 

განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

 

„შემაშფოთებელია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რადგან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ანტიქართული პროპაგანდითაა გაჯერებული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მისი ევროპული მომავალი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზეა დამოკიდებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის ამაღლება ქვეყნის დემოკრატიზაციის წინაპირობაა და ამ პროცესის შეფერხება სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა.

 

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს საპატრიარქომ არჩევანი გააკეთა და ეს არაა ევროპა. ჩვენი საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია, როდესაც რელიგიური ინსტიტუტი ესოდენ პოლიტიზებულია. მიუღებელია, როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლები არჩევნებზე გავლენით იმუქრებიან.

 

ჩვენ ვერ მივესალმებით იმ ფაქტს, როდესაც ეკლესია საკანონმდებლო ორგანოზე მსგავს ზეწოლას ახორციელებს და ამისათვის შანტაჟის სხვა და სხვა ფორმას მიმართავს. რჩება შთაბეჭდილება რომ საპატრიარქო ცდილობს ხალხს ევროპაზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას და მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევითობა არაა. ვეჭვობთ, რომ მსგავსი ფსევდოეროვნული განცხადებების უკან სხვა ძალები დგანან, რომელთა მიზანიც სახელმწიფოს ევროპული მომავლის ხელყოფაა.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, სხვა შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნება. საკანონმდებლო ორგანო უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს და მისი სისუსტე დაუშვებელია რადგან საკითხი ადამიანის უფლებებს ეხება.“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !