ნათია ფანჯიკიძე: „არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის დარბაზს, სულ დაკარგა ხიბლი და მაგიურობა“

Image

ფსიქოლოგი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ანაფორები ისევე შეუსაბამოდ გამოიყურებოდა, როგორც ეკლესიებში „პროტოკოლურად ჩამწკრივებული“ პოლიტიკოსები და მათი ცოლები გამოიყურებიან, რომლებსაც ხალხი დასცინის.

 

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის პერიპეტიებს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

 

„სადაც და როცა მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, თანაც კარგად ვიცი და მით უფრო კარგად ვიცი მათზე, ვისაც იგივე არ უსწავლია, არ უკეთებია, არ უგრძვნია.... ვერ მივცემ ჩარევის უფლებას ვერავის ამ პროფესიის გარეთ. სამაგიეროდ არც მე ვუვარდები სხვა პროფესიის ხალხს და წითელი "პასტით" არ ვუსწორებ რვეულებს. რა საჭიროა, რომ ყოველი ელემენტარული სამუშაო დღე და გადაწყვეტილება რევოლუციურ და დრამატულ რეჟიმში მიმდინარეობდეს?

 

რატომ ვერ მიჯნავს ჩვენი ფსიქიკა ერთმანეთისგან მარტივ კატეგორიებს? ის,რომ ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია და ნებისმიერის თავის გატეხვა და მკვლელობა ან ჩაგვრა ერთნაირად ისჯება, ეს რომ არ ნიშნავს იმას, რომ ან რწმენა, ან ორიენტაცია უნდა შევიცვალოთ, ამ ხაზის გავლება ასე რთული საკითხია, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ განცალკევებას?

 

ძალიან მეზარება ხოლმე ასეთ სიტუაციებში აზრის გამოთქმა, ჩემთვის მირჩევნია ყვავილები დავრგო, ვიდრე ბოლს გამოუშვებს ყველა მხარე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა. არ უხდებოდა ანაფორები პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სულ დაკარგა თავის ხიბლი და მაგიურობა, ისევე რაღაცნაირად გამოიყურებოდა, აი, როგორც პოლიტიკოსები და მათი ცოლები ვართ ხოლმე ეკლესიაში პროტოკოლურად ერთად დამწკრივებულები და ხალხი გვაშაყირებს.

 

სამაგიეროდ არც მე არავის არ ვეუცხოები იმ პატარა ეკლესიაში, სადაც სიარული მიყვარს და ჩემი მოძღვრის კაბაც ჯადოსნურად გამოიყურება იქ, საკმეველის სურნელის მფრქვეველი.

 

ყველა ადამიანი იქ ჩანს განსაკუთრებული და სასიამოვნო, სადაც მისი ადგილია. როგორც კი სხვა, არათავის ადგილას გადაინაცვლებს, თითქოს რაღაცას კარგავს, ყველაზე მნიშვნელოვანს“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !