-
2014-04-30 15:13
დეკანოზი დავით ისაკაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა იმ პირთა ანათემაზე გადაცემის საკითხი განიხილოს, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ დეკანოზმა თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქცია-პარაკლისზე ჟურნალისტებს უთხრა:
"იმედია, რომ შევჯერდებით ამ კანონთან დაკავშირებით და თუ ასე არ იქნება, მაშინ ისევ გავაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოში დაკანონდეს გარყვნილება, უზნეობა და სოდომ–გომორის ცოდვა.
ჩვენ ვფიქრობთ, წმინდა სინოდის წინაშე დავაყენოთ საკითხი, რომ ის ადამიანები, ვინც ხელს მოაწერს გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში, ანათემას გადავცეთ, რადგან ეს არის საუკეთესო წამალი იმისთვის, ვინც ცოდვას ჩაიდენს“, – განაცხადა სასულიერო პირმა.