ქუთაისში შეკრებილი სასულიერო პირები თბილისში შეკრებილებს უკავშირდებიან და პრეტენზიას უცხადებენ

Image

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სასულიერო პირები თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილებს მობილურით უკავშირდებიან და ქუთაისში არყოფნის გამო პრეტენზიას უცხადებენ.

 

როგორც „აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ის თავად გახდა მომსწრე, როგორ დაუკავშირდა ქუთაისში მყოფი რუის-ურბნისელი არქიმანდრიტი ნიკოლოზ პიტნავა თბილისში, აქცია-პარაკლისზე მყოფ ერთერთ სასულიერო პირს (ეს დასკვნა კორესპონდენტმა მოსაუბრისადმი არქიმანდრიტის მიმართვის ფორმიდან გამომდინარე გამოიტანა, - რედ.) და პრეტენზია განუცხადა, რომ ის ქუთაისში არ იყო.

 

პიტნავას თქმით, ქუთაისში არყოფნით ნებისმიერი სასულიერო პირი კანონის მხარდამჭერი გამოდის.

 

მოგვიანებით, მან მრევლთან საუბრისას გაიმეორა, რომ ის მღვდელმთავარი, რომელსაც მრევლისთვის ქუთაისში, აქციაზე მისვლის კურთხევა არა აქვს მიცემული, მღვდელმთავარი აღარ არის და უნდა განიკვეთოს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია-პარაკლისი თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად დაიგეგმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !